ვაშინგტონსა და ვირჯინიაში ასაფეთქებელი ნივთიერებით გაჟღენთილი პაკეტები აღმოაჩინეს
ვაშინგტონსა და ვირჯინიაში ასაფეთქებელი ნივთიერებით გაჟღენთილი პაკეტები აღმოაჩინეს

ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური საგამოძიებო ბიუროს აგენტებმა ვაშინგტონსა და ვირჯინიაში ექვსი ცალი საეჭვო პაკეტი აღმოაჩინეს, რომლებიც ასაფეთქებელი ნივთიერებით იყო გაჟღენთილი, – ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული ტელეკომპანია NBC ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, აღმოჩენილი პაკეტები ცენტრალურ სადაზვერვო სამსახურს შესასწავლად გადაეგზავნა.

პირველი პაკეტი გუშინ საღამოს ვაშინგტონში მდებარე თავდაცვის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოაჩინეს, რის შემდეგაც უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პოლიციას დაუკავშირდა.

დანარჩენი პაკეტები, რომლებშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული, ვირჯინიაში, ლენგლიში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ტერიტორიაზე, ეროვნული გეოპოლიტიკური ინსტიტუტის სიახლოვეს და კიდევ სამი უნივერსიტეტის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს.