ვაშინგტონის შტატში სარკინიგზო კომპანია Amtrak-ის სამგზავრო მატარებლის ლიანდაგებიდან გადავარდნას მსხვერპლი მოჰყვა.
ამის შესახებ ძალოვანი სტრუქტურების ადგილობრივი წარმომადგენლები აცხადებენ. მატარებლის სულ მცირე ერთი ვაგონი ხიდიდან გადავარდა და გადატვირთულ ავტომაგისტრალს დაეცა.
ადგილობრივი შერიფის ოფისის წარმომადგენლის თქმით, მგზავრებს შორის ბევრია დაშავებული, გარდაცვლილია არაერთი. თუმცა კონკრეტულ ციფრზე სამართალდამცველები ჯერ არ საუბრობენ.
მატარებელი კანადის ქალაქ ვანკუვერიდან ორეგონის შტატში მიემართებოდა.