ვაშინგტონის მეტროსადგურ Farragut North-ში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელში 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულმა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მატარებლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.