ვაშინგტონის მეტროსადგურში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

18:56, 15.01.2018

ვაშინგტონის მეტროსადგურ Farragut North-ში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა. მატარებელში 60-მდე მგზავრი იმყოფებოდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებულმა საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა მატარებლიდან მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.

სარკინიგზო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მსგავსი