იტალიაში მატარებლის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც რკინიგზაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ
იტალიაში მატარებლის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც რკინიგზაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ

იტალიაში მატარებლის დაჯახების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, რომლებიც რკინიგზაზე სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ. შემთხვევა ჩრდილოთ იტალიაში, ქალაქ ტურინის მახლობლად მოხდა.

როგორც „ბიბისი“ წერს, მუშები ტურინისა და მილანის დამაკავშირებელ სარკინიგზო ხაზზე მუშაობდნენ, როდესაც მათ 160 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრავი ცარიელი სამგზავრო მატარებელი დაეჯახათ. შემთხვევას ორი მუშა გადაურჩა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.