აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:

ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: ticket.railway.ge

სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.