აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბათუმისა და ფოთის მიმართულებით მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
26 აპრილს თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება. ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.
„აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 26 აპრილს თბილისი-ბათუმი-თბილისის და თბილისი-ფოთი-თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:
მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში:
ბილეთების შეძენა შესაძლებელია: ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით: ticket.railway.ge
სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.