„ვაშინგტონ პოსტი“ - ჯამალ ხაშოგის შვილებმა საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან კომპენსაცია მიიღეს
„ვაშინგტონ პოსტი“ - ჯამალ ხაშოგის შვილებმა საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან კომპენსაცია მიიღეს

თურქეთში მოკლული არაბი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის შვილებმა საუდის არაბეთის ხელისუფლებისგან კომპენსაცია მიიღეს, – ამის შესახებ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.

ჟურნალისტებისთვის ცნობილი გახდა, რომ ხაშოგის შვილებს ძვირადღირებული უძრავი ქონება გადაეცათ და ყოველთვიური დახმარება დაენიშნათ.

როგორც „ვაშინგტონ პოსტი“ წერს, ამ ნაბიჯით საუდის არაბეთის მთავრობა ცდილობს, ზეგავლენა მოახდინოს ხაშოგის შვილებზე, რათა მათ კრიტიკული განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

კომპენსაცია საუდის არაბეთის მეფე სალმანის თანხმობით გასცეს, რომელმაც „ვაშინგტონ პოსტის“ ინფორმაციით, აღიარა, რომ ხაშოგის მკვლელობა „უსამართლობა“ იყო და „სიტუაციის შეცვლა აუცილებელია“.

ხაშოგის შვილებს მამის მკვლელობასთან დაკავშირებით ხელისუფლება არ გაუკრიტიკებიათ.