სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 3 740 000 ლარი გამოეყო
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემისა და სალიკვიდაციო ღონისძიებების მიზნით, 3 740 000 ლარი გამოეყო

მიმდინარე წლის თებერვალში ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის (მთლიანად ან ნაწილობრივ დაზიანებული კერძო სახლები) კომპენსაციის გაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და მარტვილის მუნიციპალიტეტებისთვის 681 000 ლარი გამოიყო.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაზიანებული სახლების შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას ზარალის დამთვლელი კომისიების დასკვნების საფუძველზე მუნიციპალიტეტებმა წარუდგინეს.

მთავრობის განკარგულებით გამოყოფილ თანხებს დაზარალებულ მოქალაქეებს მუნიციპალიტეტები ჩაურიცხავენ.

კომპენსაციების გარდა, მთავრობის განკარგულებით, სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონს 3 059 000 ლარი გამოიყო.

ამასთან, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის განმარტებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.