ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმ „შინდისს“ გადაეცა
ვარშავის საერთაშორისო კინოფესტივალის გრან პრი დიმიტრი ცინცაძის ფილმს „შინდისს“ გადაეცა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დიმიტრი ცინცაძე საუკეთესო რეჟისორის პრიზით დაჯილდოვდა.
ფილმი 2008 წლის აგვისტოს ომზეა. 11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი. ფილმი მათ რეალურ ისტორიას ასახავს. ფილმისთვის სცენარი ირაკლი სოლომონაშვილმა დაწერა. აღსანიშნავია, რომ ფილმი საქართველოს კინოცენტრმა ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიაზე, საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის (იგივე უცხოენოვანი ფილმის) კატეგორიაში წარსადგენად შეარჩია.