გორის სოფელ შინდისში მდებარე ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა
გორის სოფელ შინდისში მდებარე ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე ქუჩას შინდისის გმირების სახელი ეწოდა. ამის შესახებ განკარგულება გორის საკრებულომ გამოსცა.

ინიციატივის ავტორი გორის საკრებულოს წევრი ზურაბ ყაჯრიშვილია.

„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია საკრებულოს წევრის, ზურაბ ყაჯრიშვილის ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის – №22 ქუჩისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის 2008 წლის აგვისტოს ომში, სოფელ შინდისში რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გმირულად დაღუპული მებრძოლების შინდისის გმირების სახელის მინიჭების თაობაზე“, –  აღნიშნულია განკარგულებაში.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულება, რომელსაც ხელს აწერს საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, დღეს, 16 ივლისს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა.