„შინდისი“ კინოფესტივალ „სანტა ბარბარას“ საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა
„შინდისი“ კინოფესტივალ „სანტა ბარბარას“ საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა

„შინდისი“ აშშ-ის პრესტიჟულ და მასშტაბურ საერთაშორისო კინოფესტივალ „სანტა ბარბარას“ საკონკურსო ფილმებს შორის მოხვდა.

კონკურსი 2020 წლის 15 იანვრიდან 25 იანვრის ჩათვლით გაიმართება.

წელს კინოფესტივალის ჟიურის წევრები და საპატიო სტუმრები იქნებიან: მარტინ სკორსეზე, ბრედ პიტი, ლაურა დერნი და რენე ზელვეგერი, რომლებსაც სპეციალურ ჯილდოსაც გადასცემენ კინოს განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

გარდა ამისა, „შინდისი“ 2020 წელს ნაჩვენები იქნება ესპანეთის, იტალიის, ბელგიის, ჰოლანდიისა და ჩინეთის კინოფესტივალებზე.

დატოვე კომენტარი