შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს
შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

შინდისში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. დილიდან შინდისის გმირთა მემორიალთან მოსახლეობას ყვავილები მიაქვს.

შინდისის გმირთა მემორიალთან ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური და „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი ხოჯევანიშვილი მივიდნენ. მათ გარდაცვლილთა საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს.

შინდისში 2008 წლის 11 აგვისტოს II ქვეითი ბრიგადის 17 სამხედრო მოსამსახურე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტაკების დროს დაიღუპა. საბრძოლო შეტაკების ადგილზე გმირთა მემორიალია აღმართული.