ვარშავაში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს
ვარშავაში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების შეხვედრა მიმდინარეობს

ვარშავაში საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტების, გიორგი მარგველაშვილისა და ანდჟეი დუდას შეხვედრა მიმდინარეობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ვარშავიდან იტყობინება, საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის წევრები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მრჩეველი ადამინის უფლებების დაცვის საკითხებში, პოლიტიკური მდივანი, საერთაშორი მდივანი, საპარლამენტო მდივანი და საქართველოს ელჩი პოლონეთში.

დღესვე გაიმართება გაფართოებული ფორმატის შეხვედრა და ერთობლივი პრესკონფერენცია. მხარეები განიხილავენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ინტენსიფიკაციისა და ევროპული ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის საკითხებს.

 

ავტორი: ქეთევან ქარდავა