პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა
პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა

პოლონეთის პრეზიდენტს, ანდჟეი დუდას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, დუდა ამჟამად თავს კარგად გრძნობს.

პრეზიდენტის ინფიცირების თაობაზე ინფორმაცია მისმა პრესსპიკერმა, ბლაზეი სპიხალსკიმ გაავრცელა.

„გუშინ პრეზიდენტმა კორონავირუსის ტესტი გაიკეთა, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. მუდმივ კავშირში ვართ საჭირო სამედიცინო სამსახურებთან“, – წერს სპიხალსკი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.