საქართველოს კიდევ ერთი ოქრო - ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო მასტერსის გამარჯვებულია
19:40, 17.12.2017
ქართველი ძიუდოისტი ვარლამ ლიპარტელიანი მსოფლიო მასტერსის გამარჯვებულია. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ტურნირზე დამაჯერებლად იასპარეზა და გადამწყვეტ შეხვედრაში გამოცდილი ჰოლანდიელი, რეიტინგის პირველი ნომერი, მიხაელ კორელი, პირველივე წუთზე აღებული ვაზარით დაამარცხა.
ევროპის სამგზის ჩემპიონი, ოლიმპიური თამაშებისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ვერცხლის მედლის მფლობელი ლიპარტელიანი მიმდინარე წელს, 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიო კლასიფიკაციაში მეორე ადგილზე დაასრულებს.
რამდენიმე წუთში საქართველოს დელეგაციას მესამე ოქროს მედლის მოპოვების შანსი ექნება. მძიმე წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი ბრაზილიელ დევიდ მოურას.