საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი ოთარ კერესელიძე აცხადებს, რომ ვარკეთილში, ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია.
მისივე თქმით, 1 000 კვ.მ. ფართობია დამწვარი და ამ დროისთვის, ხანძრის კიდევ გავრცელების საფრთხე არ არსებობს.
შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 130-მდე მეხანძრე-მაშველი და 25 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობს.
ადგილზე ვითარების შესახებ ვიდეომასალა შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე.