თბილისში, “ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულებს საქართველოს ჯანდაცვისა მინისტრი დავით სერგეენკო მოინახულებს.
ამის შესახებ პირველ არხს ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს.
დავით სერგეენკო თავდაპირველად ინგოროყვას კლინიკაში მივა, სადაც რამდენიმე დაშავებულია მოთავსებული.
“ვარკეთილის” მეტროში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა.