ვარკეთილის მესამე მასივის მეათე კვარტალში ხანძარი გაჩნდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია,
მათივე ცნობით, ცეცხლი ეკიდა მეექვსე სართულზე საცხოვრებელ ბინას და მეხუთე და მეშვიდე სართულების აივნებს.
ხანძრის გამო კორპუსის მცხოვრებლების ევაკუაცია მოხდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მეხანძრეებს მეშვიდე სართულზე ბინაში ერთი მამაკაცის ცხედარი დახვდათ. მათივე ცნობით, ხანძრის შედეგად სხვა არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია ცხრა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი.