ვარდების მოედანზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს
ვარდების მოედანზე "თეთრი ხმაურის მოძრაობის" აქცია მიმდინარეობს

თბილისში, ვარდების მოედანზე “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები ნაკროპოლიტიკის ლიბერალიზაციას ითხოვენ. მათ აქვთ ტრანსპარანტები წარწერით “ხმაური გამარჯვებისთვის”, “ამ კანონპროექტს დაიცავს ხალხი”, “ხალხთან ომი დასრულდეს”.

როგორც „თეთრი ხმაურის მოძრაობის“ წევრი ბექა წიქარიშვილი აცხადებს, ნარკოდანაშაულისთვის მსჯავრდებული პირები აქციას სოლიდარობას უცხადებენ და შიმშილობენ.

მისივე თქმით, აქციას სოლიდარობას უცხადებს ქალთა კოლონიაც. 

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ პარლამენტის წევრებს, ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებული კანონი მალე მიიღონ.

“მოვუწოდებთ პრეზიდენტს, ახალ წლამდე შეიწყალოს პატიმრები, ვინც მცირე ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის იხდის სასჯელს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.