ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის პარალელურად გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე ოთხი ადამიანი დააკავეს

10:52, 20.08.2024

ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის ყრილობის მიმდინარეობის პარალელურად გამართულ პალესტინელთა მხარდამჭერ აქციაზე სამართალდამცველებმა ოთხი ადამიანი დააკავეს.

„როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტთა ჯგუფმა უსაფრთხოების ჯებირი გაარღვია იმ შენობასთან, სადაც დემოკრატების ყრილობა იმართება.

პოლიციამ ადგილზე წესრიგი მალევე აღადგინა.

აქციის მონაწილეები ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ისრაელის მხარდაჭერას აპროტესტებენ და ისრაელისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას ითხოვენ.

მსგავსი