ვაქცინაციის საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის ჩაერთვებიან ვაქცინაციაში ხანდაზმულთა სახლებში მყოფი და 75 წელს ზემოთ პირები
ვაქცინაციის საბჭო დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, როდის ჩაერთვებიან ვაქცინაციაში ხანდაზმულთა სახლებში მყოფი და 75 წელს ზემოთ პირები

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის საბჭოზე დღეს მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როდიდან ჩაერთვებიან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შემდეგი პრიორიტეტული ჯგუფები.

ტიკარაძის თქმით, საუბარია ხანდაზმულთა სახლებში მყოფ და 75 წელს ზემოთ პირებზე.

„როგორც არის გეგმაში გაწერილი, შემდეგი ჯგუფი იქნება ხანდაზმულთა სახლები და 75 წელს ზევით პირები, რომელთა მიმართებაშიც ჩვენ საბჭოზე დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, თუ რომელი პერიოდიდან იქნება მათთვის ღია ფანჯარა და როდის ჩაერთვებიან ისინი ვაქცინაციის პროცესში“, – აღნიშნა ტიკარაძემ.