ვანში ყველა საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა
ვანში ყველა საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა

შუალედური არჩევნებისთვის, ვანში 31-ვე საარჩევნო უბანი დილის რვა საათზე გაიხსნა. 54-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის კახა მჟავანაძის ინფორმაციით, ყველა უბანმა მიიღო პირველი ამომრჩეველი და პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

ვანში 25 033 ამომრჩეველია რეგისტრირებული. შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.