საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა კლინიკა „მედიქლაბი“ დატოვა. ის კლინიკაში დამატებითი კვლევებისთვის იყო გადაყვანილი.
ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს.
გუშინ ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის მკურნალმა ექიმმა ელენე ხურციძემ განაცხადა, რომ მისი ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა სტაბილურია და შეშფოთების საფუძველი არ არსებობს. ექიმის თქმით, სიმსივნე გამოირიცხა და ამ დროისთვის ჰორნერის სინდრომის დიაგნოზზე მუშაობენ.
„კონსილიუმის შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ საძილე არტერიის ულტრასონოგრაფია, რომელიც ესაჭიროება პაციენტს. მისი მდგომარეობა სტაბილურია და მხოლოდ დაკვირვების რეჟიმში მკურნალობის გაგრძელებას საჭიროებს. მისი კლინიკაში დატოვების საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა ექიმმა.