გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოჰყავს
გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოჰყავს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, სასაუბროდ დაჯდომას არ აპირებს და ამის მაგალითად ვანო მერაბიშვილი და გიორგი გახარია მოჰყავს. ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში ისაუბრა.

მარგველაშვილს კითხვა დაუსვეს ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით, „არის თუ არა გახარია ივანიშვილის ველზე“, რაზეც მარგველაშვილმა განაცხადა: „დიახ, ჩემი ანალიზია, ის წარუმატებელი პროექტია“.

„პოლიტიკოსებთან, რომლებიც მიტინგებს არბევდნენ, მაგალითად, როგორც ვანო მერაბიშვილთან, არ დავჯდები სასაუბროდ, ასევე არ დავჯდები გახარიასთან სასაუბროდ. რა ფაქტი უნდა მქონდეს, წარუმატებელი პროექტია – ეს ერთი, და მეორეც, მე ადამიანებთან, პოლიტიკოსებთან, რომლებმაც მიტინგები დაარბიეს, არ მაქვს ღირებულებითი შეთავსებულობა, არანაირად“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციის გაერთიანებას წინა წლებშიც ცდილობდა, თუმცა დეტალები ხელს უშლიდა.

„ამ მომენტისთვის ვხედავ მათი გაერთიანების რესურსს. მუდამ ვცდილობდი, 2020 და 2021 წლებშიც. ყველაზე მეტად ვხედავ ვაშაძეს, ლაკას, ჯაფარიძეს, „ლელოს“, – განაცხადა მარგველაშვილმა.