თაკო ჩარკვიანი - მერაბიშვილმა დანგრეული, მითვისებული პარტია წაართვა მელიას და მიხეილ სააკაშვილს დაახვედრა
თაკო ჩარკვიანი - მერაბიშვილმა დანგრეული, მითვისებული პარტია წაართვა მელიას და მიხეილ სააკაშვილს დაახვედრა

პოლიტიკაში კი არ ბრუნდება, დანგრეული, მითვისებული პარტია მელიას წაართვა და დაახვედრა მიხეილ სააკაშვილს, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართალის“ ხელმძღვანელმა, თაკო ჩარკვიანმა აჭარის ტელევიზიის ეთერში ვანო მერაბიშვილზე საუბარისას განაცხადა.

როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, „ხაბეიშვილს უკიოდნენ, რომ პარტია დაიძირება და რეალურად პარტია ავიდა 25 პროცენტზე“.

„მერაბიშვილი საკანში 7 წელი იჯდა, არ მისცა ჩვენება თავისი პრეზიდენტის, სააკაშვილის წინააღმდეგ, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. მერე აღმოჩნდა, რომ პოლიტიკაში კი არ ბრუნდება, დანგრეული, მითვისებული პარტია მელიას წაართვა და დაახვედრა მიხეილ სააკაშვილს. მიშა სააკაშვილს ვხედავ პოლიტიკაში მობრუნებულს, მაგრამ ვანო მერაბიშვილს ვერ ვხდავ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.