ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე ირაკლი კორძაია გამოიკითხება
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი ირაკლი კორძაია გამოიკითხება.
ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
„ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის კორუფციულ დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოში სისხლის საქმეზე ივანე მერაბიშვილის საკნიდან შესაძლო გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება განახლებულია.
ამ ეტაპზე ტარდება დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებები და მათ შორის, უახლოეს პერიოდში, გამოძიება გეგმავს ირაკლი კორძაიას გამოკითხვას.
საქართველოს პროკურატურა ასევე შეისწავლის ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადებას ირაკლი კორძაიას მიმართ განხორციელებულ შესაძლო მუქარასთან დაკავშირებით და დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.