ვანო მერაბიშვილი - რაიონებსა და ქალაქებში მიტინგები ტარდება, ახლა ზამთარია, ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის
პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ხელმძღვანელობა ახალგაზრდა ხალხია, მოიგეს არჩევნები, რადგან წინა ხელმძღვანელობა პასიური იყო, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა მარკ ფეიგინის გადაცემა „ფეიგინ ლაივში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში აქციები იმართება და აღნიშნა, რომ ყველაფერი კარგად მიდის, პროტესტი შედეგს გამოიღებს და სააკაშვილი ციხიდან გამოვა.
„გუშინწინ, ორი დღის წინ, დღესაც სხვადასხვა რაიონსა და ქალაქში მიტინგები ტარდება. ახლა ზამთარია, სიცივე და ქართველები არ არიან სიცივეს შეჩვეული ისე, როგორც უკრაინელები, მაიდანი რომ მოაწყონ. მაგრამ ყველაფერი კარგად მიდის. მჯერა, რომ შიდა პროტესტი შედეგს გამოიღებს და მიხეილ სააკაშვილი გამოვა ციხიდან“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.