ვანო მერაბიშვილი - დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება
ვანო მერაბიშვილი - დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ გაიღება

ყოფილმა პრემიერმა  და საქართველოს ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და ვანო მერაბიშვილმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

მერაბიშვილის თქმით, „წლის ბოლომდე დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი ყველა პოლიტპატიმარისთვის ფართოდ გაიღება“.

„ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, წლის ბოლომდე გაძლევთ გარანტიას, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ ამ ციხის კარები ფართოდ გაიღება და ყველა ის პოლიტპატიმარი, რომელიც ამ ციხეშია, და მე ვამბობ, რომ ვინც მე ვიცი, ვინც ამ ციხეში ზის, ყველა არის პოლიტპატიმარი“ ,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

ამასთან, ვანო მერაბიშვილმა ქართველ პოლიციელებს მიმართა.

„მინდა, მივმართო ქართველ პოლიციელებს, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პოლიციის ღირსება აღდგეს, აღდგეს ნდობა, გაუმჯობესდეს მათი სოციალური მდგომაროება და ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესის ადამიანებისთვის საქართველოსთვის მსახური გახდეს არა ერთი კაცის და ერთი პარტიის მსახური, არამედ ქვეყნის სამსახურში ყოფნა“ ,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

მერაბიშვილის თქმით, უხარია, რომ საქართველოში ოპოზიცია ერთიანია და სწორედ ამ ერთიანობით შეძლებენ დღევანდელი რეჟიმის დამარცხებას.

„ძალიან მახარებს, რომ მთელი ოპოზიცია საქართველოში არის ერთიანი და ვფიქრობ, ამ ერთიანობით დავამარცხებთ დღევანდელ რეჟიმს. კონკრეტულ პარტიაზე აქამდე განცხადებებს არ ვაკეთებდი, რადგან მე ვიყავი იზოლაციაში და ჩამოცილებული პროცესებს. აქედან გამომდინარე, როგორც აქამდე ვერ ვაკეთებდი განცხადებებს, დღესაც არ შემიძლია განცხადებების გაკეთება. რაც საკნიდან გამოვედი, არაფერი შეცვლილა. ჩემი უახლოესი მეგობრები და მათ შორის თანამებრძოლები, თანაპარტიელები, დღეს ჩემ და სამწუხაროდ, სხვადასხვა პარტიაში არიან. მე ყველა მათგანს შევხვდები, გავეცნობი და მივიღებ გადაწყვეტილებას, როდესაც დასკვნებს გავაკეთებ. მე მჭირდება დრო, პირველსავე ხელსაყრელ მომენტში ამის შესახებ გაიგებენ ჟურნალისტები. ჩემ წინააღმდეგ შეუძლიათ აღძრან 10 საქმე, მე ეს ვერ გამტეხს. გაძლევთ გარანტიას, რომ გავიმარჯვებთ და ყველა შეკითხვაზე იქნება პასუხი გაცემული, ქვეყანა წავა წინ. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გეგმებს, ვისთან ერთად გავაკეთებ ამას, რომელ პარტიაში, ამაზე ყველას შევხვდები“ ,- განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.