ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეზე მისი ოჯახის წევრის მიმართ შეტევამ ზიანი მიაყენა მისი ოჯახის კომფორტს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი აცხადებს, რომ გირგვლიანის საქმეზე მისი ოჯახის წევრის მიმართ შეტევამ ზიანი მიაყენა მისი ოჯახის კომფორტს. ამის შესახებ ვანო მერაბიშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ნიკა გვარამიას კითხვაზე, რამე შეცვლა თუ არა მისთვის იმ ფაქტმა, რომ გირგვლიანის საქმეზე მერაბიშვილს ჰქონდა პირადი პრობლემაც, იყო შეტევა მისი ოჯახის წევრზე და რა ზომები მიიღო ამასთან დაკავშირებით, ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით არანაირი ზომები არ მიუღია.
„ამან, რა თქმა უნდა, სერიოზული ზიანი მიაყენა ჩემი ოჯახის კომფორტს, მაგრამ მინდა, გითხრათ, რომ არავითარი ზომები არ მიმიღია, მიუხედავად იმისა, რომ მქონდა ამის საშუალება, რომ ეს დარტყმა შემემცირებინა“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.