ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა
ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა

ვანისა და ხონის 54-ე საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა.

54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი, ხოლო რეგისტრირებული – 48 123 ამომრჩეველი.

აღნიშნულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც „ქართული ოცნების“ ვანისა და ხონის მაჟორიტარი გრიგოლ ლილუაშვილი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

28 აპრილის შუალედურ არჩევნებში ხუთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ დასახელებული და ერთი საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატები მონაწილეობენ:

2. „ბაქრაძე, უგულავა – ევროპული საქართველო“ – გიორგი უგულავა
17. „საქართველო“ – გიორგი ლილუაშვილი
21. „ტრადიციონალისტები“ – ზურაბ ქართველიშვილი
23. „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“ – მამუკა ტუსკაძე
41. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“  – გივი ჭიჭინაძე
42. საინიციატივო ჯგუფი (სოფიო მეშველიანი, შორენა ჯურხაძე, ვაჟა კოპალიანი, თამარ კუხალაშვილი, მარინა ჩაგუნავა) – ვასილ კოპალიანი.