ვალეში 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცი ნაქირავები ბინის სააბაზანოში ჩამომხრჩვალი აღმოაჩინეს.
მამაკაცი ვალეში დაახლოებით ხუთი თვის წინ ჩავიდა სამუშაოდ. მისი დამსაქმებლის, შპს „ქრისტინე სარაშვილის“ დირექტორის ნუგზარ სარაშვილის თქმით, 38 წლის მამაკაცს ობიექტზე სამუშაოდ მუშები სხვადასხვა რეგიონიდან ჰყავდა ჩაყვანილი. როგორც ვალეში ადგილობრივები აცხადებენ, გარდაცვლილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.