ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება
ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება

ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

ამ ეპიზოდში ბრალდებულია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც უფლებამოსილების გადამეტება ედება ბრალად. ამ საქმეზე მსჯავრდებულია ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე წერილობით მტკიცებულებებს გამოიკვლევს.

„ჩვენ გამოვიკვლევთ წერილობით მტკიცებულებებს. მობილური ოპერატორებისგან გამოთხოვილი ინფორმაციით დასტურდება, რომ ივანე მერაბიშვილი და მიხეილ სააკაშვილი აქტიურ კავშირში იყვნენ ერეკლე კოდუასთან, ანუ დანაშაულის შემსრულებელთან. ჩვენ გამოვიკვლევთ ექსპერტიზის დასკვნებს, რითიც დასტურდება, რომ გელაშვილისთვის მიყენებული დაზიანებები, რაც სააკაშვილის ორგანიზებით მოხდა, მძიმე ხარისხის იყო“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

გამოძიების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებით, დეპუტატი ვალერი გელაშვილი 2005 წელს სცემეს.