პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს

07:08, 17.02.2020

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ვალერი გელაშვილის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობაზე იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა დღეს არის ჩანიშნული.

მეცხრე მოწვევის პარლამენტში ვალერი გელაშვილი კარლო კოპალიანს ჩაანაცვლებს, რომელსაც სადეპუტატო უფლებამოსილება გასულ სასესიო კვირაში შეუწყდა.

მსგავსი