„თელასის“ ინფორმაციით, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ვაკისა და საბურთალოს ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
12:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის ჩალისპირების დასახლების მცხოვრებლებს.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, – აცხადებენ კომპანიაში.