ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ეპიზოდზე ბრალდებულთა საქმის არსებითი განხილვა 23 მარტს დაიწყება
თბილისის საქალაქო სასამართლომ ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის ეპიზოდზე ცხრა ბრალდებულის საქმე არსებით განხილვას გადასცა.
სხდომაზე მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს.
მოსამართლემ ორივე მხარის გარკვეული მტკიცებულებები დასაშვებად ცნო.
დაცვის მხარის განცხადებით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ოქროს მოწმის მოწმეთა სიაში დამატების საკითხი. მათი თქმით, აღნიშნულით სასამართლოს სამართლიანი განხილვის იმედი აღარ აქვთ.
ბრალდების მხარის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად ბრალდებულების ბრალეულობა დადასტურდება.
დღევანდელ სხდომაზე ასევე ცხრა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიება გადაისინჯა და მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა. საქმის არსებითი განხილვა 23 მარტს დაიწყება.