ვაკის გამგებლის ინფორმაციით, კორპუსიდან, რომლის მახლობლად მიწა ჩამოიშალა, მოქალაქეები გაყვანილი არიან
ვაკის გამგებლის, დავით კვინიკაძის განცხადებით, კორპუსიდან, რომლის მახლობლადაც მიწა ჩამოიშალა, მოქალაქეები გაყვანილნი არიან.
მისი თქმით, ამ ეტაპზე 22 ადამიანია გამგეობის მიერ გაყვანილი კორპუსიდან.
„22 ადამიანი არის ამ ეტაპზე გაყვანილი, დანარჩენები გადასულები არიან ნათესავებთან. ვინც საჭირო იყო ყველა გადაყვანილია. არავინ არ არის საცხოვრებელ კორპუსში, ადამიანები შესულები არიან პირადი ნივთების გამოსატანად. ნებართვა არის გაცემული კანონიერად, შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, ამ ყველაფერს ახლა სწავლობს მუნიციპალური ინსპექცია და იქნება გადაწყვეტილება მიღებული. ჩვენ გვქონდა კვლევები, რომ შესაძლებელი იყო აქ მშენებლობა. დილიდან მუნიციპალური ლაბორატორია სწავლობდა კორპუსის მდგრადობას, დაასრულეს შესწავლა და დასკვნა დაიდება. მშენებლობა შეჩერებულია“, – განაცხადა კვინიკაძემ.
ლორთქიფანიძს 10 ნომერში მიწა გუშინ ჩამოიშალა.