ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს
ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მოზარდი თბილისში გადმოიყვანეს

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

დაშავებული მოზარდი გუშინ, გვიან ღამით რენომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მოზარდი ორი დღის წინ ჩამოვარდა. თვითმხილველების განცხადებით, შენობაში ბავშვები სათამაშოდ შეიპარნენ და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ამ დროს გადმოვარდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.