ბათუმში მშენებარე კორპუსიდან მოზარდი გადმოვარდა

22:03, 10.03.2018

ბათუმის ცენტრალურ ბულვარში მშენებარე კორპუსიდან 13 წლის მოზარდი გადმოვარდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოზარდი შენობაში თანატოლებთან ერთად სათამაშოდ იმყოფებოდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების დახმარების ჯგუფმა დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა.

ექიმების განმარტებით, მისი მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

მსგავსი