მშენებარე კორპუსთან, მუშის დაღუპვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ
მშენებარე კორპუსთან, მუშის დაღუპვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ

თბილისში, ნინო ჟვანიას #10-ში მშენებარე კორპუსთან, საიდანაც მუშა გადმოვარდა, ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტმა შემთხვევის ადგილზე გაარკვია, სამშენებლო სამუშაოებს კომპანია “სიმეტრია” აწარმოებდა. თვითმხილველების ცნობით, ჩამოვარდნის შემდეგ რამდენიმე წუთი ახალგაზრდა მამაკაცი ცოცხალი იყო, თუმცა სასწრაფოს მისვლის შემდეგ  გარდაიცვალა. ადგილზე იმყოფებიან დაღუპულის ოჯახის წევრებიც.

პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ დაღუპულია ახალგაზრდა მამაკაცი. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.