თბილისში მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა

18:57, 24.11.2018

თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მშენებარე კორპუსიდან მამაკაცი გადმოვარდა.

როგორც 1Tv.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.

მსგავსი