ვახტანგ კალოიანი - რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს ვერ გააპატიოსნებს
„ევროპული საქართველოს“ წევრი ვახტანგ კალოიანი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებას ეხმაურება. ვახტანგ კალოიანის თქმით, ის პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს პარლამენტში მიდის, აზრსმოკლებულია და მისი სერიოზულად აღქმა არ შეიძლება.
კალოიანმა აღნიშნა, რომ რეგლამენტის ცვლილება ვერ გააპატიოსნებს ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს.
„ის პოლიტიკური თამაშები, რაც დღეს პარლამენტში მიდის, რეალურად აზრს მოკლებულია. ეს არის შიდა გართობა და სერიოზულად მისი აღქმა არ შეიძლება. რა ცვლილებებიც არ უნდა შეიტანონ რეგლამენტში, ერთპარტიულ, არალეგიტიმურ პარლამენტს სამწუხაროდ ეს ვერ გააპატიოსნებს. შესაბამისად, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვანიჭებთ. ჩვენ ვრჩებით ერთგული ოპოზიციური პარტიების საერთო განცხადების მიმართ, სადაც ცალსახად არის ჩამოყალიბებული პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზები“, – განაცხადა ვახტანგ კალოიანმა.