ვახტანგ კალოიანი - აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების კრიზისია
ვახტანგ კალოიანი - აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების კრიზისია

აჭარაში კოვიდპაციენტებისთვის საჭირო მედიკამენტების კრიზისია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

კალოიანის განცხადებით, დეფიციტშია არა მარტო „რემდესივირი“ და სისხლის გამათხელებლები, არამედ სხვა სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტები.

„მედიკამენტების საწყობი იყო ადრე იყო ბათუმში, თუმცა რამდენიმე დღეა, საწყობი გადაიტანეს თბილისში. ეს იყო ჯანდაცვის სამინისტროს უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება. მოვუწოდებ აჭარის მთავრობას, ჯანდაცვის სამინისტროს, გამოიყენოს რეზერვები და შექმნას ამ მედიკამენტების მარაგი“, – განაცხადა კალოიანმა.