ვახტანგ კახიძე „იან დუმინშის ხსოვნის მხარდაჭერის“ თანამეგობრობის ჟიურიმ დააჯილდოვა
ლატვიაში, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელი, კომპოზიტორი და დირიჟორი ვახტანგ კახიძე „იან დუმინშის ხსოვნის მხარდაჭერის“ თანამეგობრობის ჟიურიმ დააჯილდოვა.
ლატვიელი დირიჟორის იან დუმინშის სახელობის ყოველწლიური ჯილდო „შთაგონების ისტორია“ დირიჟორებს, გუნდებს, მევიოლინოებსა და მომღერლებს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ მემკვიდრეობაში შეტანილი წვლილისა და განვითარებისთვის გადაეცემათ. აღნიშნულ ჯილდოს მუსიკოსები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 2015 წლიდან იღებენ.
დაჯილდოების ცერემონია ლატვიის ქალაქ ბალდონეში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა მაისურაძეც დაესწრო.
ინფორმაციას ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი ავრცელებს.