14 ოქტომბერს, ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგება
14 ოქტომბერს, ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგება

მილანში, ლა სკალას ოპერის თეატრის სცენაზე ვახტანგ კახიძე საკუთარი ნაწარმოებით წარდგება.

ლა სკალას თეატრის კამერული ორკესტრი შეასრულებს კახიძის ნაწარმოებს ალტის, ფორტეპიანოსა და სიმებიანი ორკესტრისთვის – Bruderschaft, რომელიც 1996 წელს შეიქმნა.

კონცერტი 14 ოქტომბერს გაიმართება, რომელსაც უდირიჟორებს სერგეი სმბატიანი, მაესტრო ვახტანგ კახიძე კი, ლა სკალას კამერულ ორკესტრთან და სოლისტ სიმონიდე ბრაკონისთან ერთად, იტალიელი მსმენელის წინაშე პაინისტის ამპლუაში წარდგება.

შეგახსენებთ, აღნიშნული ნაწარმოები ლა სკალას კამერულმა ორკესტრმა წელს ფესტივალზე „შემოდგომის თბილისი“ შეასრულა.