ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმის დამატებითი მატარებელი დაინიშნა
ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისი-ბათუმის დამატებითი მატარებელი დაინიშნა

17 აგვისტოს, ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით დამატებითი მატარებელი დაინიშნა, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და „ბლექ სი არენას“ ბაქანზე გაჩერდება.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით: 17/08/2019 თბილისი-„ბლექ სი არენა“-ბათუმი-„ბლექ სი არენა“-თბილისი #884/883; გასვლა – თბილისი -12:40 სთ; ჩასვლა – „ბლექ სი არენა“ – 17:25 სთ; ჩასვლა – ბათუმი – 18:23 სთ.

გამოსვლა – ბათუმი – 23:50 სთ, ჩამოსვლა – „ბლექ სი არენა“ – 00:38 სთ; ჩამოსვლა – თბილისი – 05:15 სთ.

ამასთან, „საქართველოს რკინიგზაში“ თბილისიდან და ბათუმიდან 17 აგვისტოს მატ. № 802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმსა და 18 აგვისტოს მატ. №811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც ექნებათ.

ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს „ბლექ სი არენა“ დღეს უმასპინძლებს.