„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო იმართება
„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო იმართება

„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების შემოქმედებითი საღამო იმართება. „ბლექ სი არენას“ მსმენელი კახიძეების მიერ სხვადასხვა დროს შექმნილ დაუვიწყარ მუსიკალურ კომპოზიციებს ორ განყოფილებად მოისმენს.

კონცერტის პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება ჯანსუღ კახიძის ყველა დროის გამორჩეული სიმღერები. კონცერტის მეორე განყოფილებაში კომპოზიტორ ვახტანგ კახიძის მუსიკა კინოსა და თეატრისათვის და ასევე მის მიერ შექმნილი ჯაზ-ფოლკ კომპოზიციები აჟღერდება. ავტორი არა მხოლოდ დირიჟორობს კონცერტს, არამედ თავადაც ასრულებს თავის სიმღერებს, ახალგაზრდა სოლისტებთან ერთად.

კომპოზიტორის, დირიჟორისა და პიანისტის, ვახტანგ კახიძის შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია, წარმოდგენილ პროგრამაში სხვადასხვა წელს შექმნილი მისი ყველაზე პოპულარული მუსიკა სრულდება. კონცერტში მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ანსამბლი „რუსთავი“, ვახტანგ კახიძე (ვოკალი, დირიჟორი, კლავიშებიანი ინსტრუმენტები), მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, ნატო კახიძე, გიორგი სუხიტაშვილი და გოგა მესხი.