თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი ამობრუნდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.