ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი ამობრუნდა

22:41, 08.05.2018

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ახალ გზაზე ავტომობილი ამობრუნდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსგავსი