„ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო
კერძო რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა უკვე დაიწყო.
ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
„ჩვენ გავიყვანთ ბახმუტიდან ქვედანაყოფებს პირველ ივნისამდე და ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ, მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ჩვენ დავტოვებთ იმ მებრძოლებს, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ბახმუტის აღებაში“, – აღნიშნულია პრიგოჟინის პრესსამსახურის ტელეგრამარხზე გავრცელებულ ჩანაწერში.
პრიგოჟინმა ბახმუტის აღების შესახებ 20 მაისს განაცხადა. უკრაინის ხელისუფლებას ქალაქ ბახმუტის აღების შესახებ ინფორმაცია არ დაუდასტურებია.